მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს - ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ, წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. პატარაძემ ივანიშვილის როლს ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდი უწოდა.

მისივე თქმით, ის მზად არის გუნდთან ერთად გააგრძელოს მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმეები და აღნიშნული პოსტი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ, ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია და გრძელდება.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი სულხან თამაზაშვილს, იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ამ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება. მინდა მადლობა გადავუხადო, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე დაასახელა.ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პატარაძე აღნიშნულ პოზიციაზე წარსულშიც მუშაობდა 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე, რის შემდეგაც ის თორნიკე რიჟვაძემ შეცვალა. ახლა პატარიძე სულხან თამაზაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ შს მინისტრის პოსტს იკავებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები