სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ "ტვ პირველის" ეთერში თქვა.
მან ამ განცხადების შემდეგ პოლიციას მიმართა და განმარტა, რომ საქართველოს პოლიციას არ უნდა ეგონოს რომ ეს წაქეზებაა და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„ახლა იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია და ეს დაპირისპირება. მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის ის მტკიცებულებები, ეს ჩემია აზრია, რომ ასეთი რამეები ასე მოხდა. მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულო და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ პერიოდში სადაც ჩვენ ახლა შევდივართ პოლიციის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მცდელობაა რომ საზოგადოება გაყონ და დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია და წინასწარ მინდა მათ ჩემი უღრმესი პატივისცემა, იმედი და რწმენა გამოვუცხადო, რომ ისინი იქნებიან სადაც სახელმწიფოს და ქვეყანას სჭირდება.