მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მინდა, რომ [უკრაინამ] მოგვცეს რაღაც იმ ფულის სანაცვლოდ, რაც ჩვენ დავხარჯეთ" - ტრამპი

ტრამპი და ზელენსკი

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ „საკმაოდ ახლოსაა“ უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან და შტატების მიზანია მიიღოს ყველაფერი, რისი მიღებაც შეუძლია, მის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ. ამის შესახებ მან მერილენდში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) ისაუბრა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სურს მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების დაბრუნება, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას რუსი დამპყრობლების მოგერიებისთვის გადასცა.

„მინდა, რომ მათ მოგვცენ რაღაც იმ ფულის სანაცვლოდ, რაც ჩვენ დავხარჯეთ. ასე რომ, ჩვენ ვითხოვთ იშვიათ წიაღისეულს და ნავთობს – ნებისმიერ რამეს, რასაც შეგვიძლია მივიღოთ.

ჩვენ ვაპირებთ დავიბრუნოთ ჩვენი ფული, რადგან ეს არ არის სამართლიანი“, – კონფერენციაზე განაცხადა ტრამპმა.

იშვიათი მინერალები არის ელემენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალტექნოლოგიურ საქონელში, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ელექტრო მანქანები. ამ მინერალებზე მოთხოვნა ზრდადია. ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, პარასკევს იმავე კონფერენციაზე თქვა, რომ მას ასევე სჯერა, რომ შეთანხმება შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები