მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მინდა, თქვენ მოგმართოთ კანცლერო შოლც - დაანგრიეთ ეს კედელი!“ - ზელენსკის მიმართვა

62331a636a212
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 15:31
1516
უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასრულების მიზნით ლიდერობის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ბუნდესტაგისთვის ონლაინ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მოგვმართავთ და გახსენებთ, რომ საჭიროა ის, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება და თავის ღირებულებებს ვერ შეინარჩუნებს. ყოფილმა მსახიობმა და აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბერლინში ერთხელ თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ მინდა, თქვენ გითხრათ ახლა კანცლერო შოლც - დაანგრიეთ ეს კედელი! გახადეთ გერმანია ლიდერი, როგორც ეს თქვენ გეკადრებათ, რითიც თქვენი მომავალი თაობები იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ ჩვენ! მხარი დაუჭირეთ მშვიდობას! მხარი დაუჭირეთ თითოეულ უკრაინელს! გააჩერეთ ომი! დაგვეხმარეთ მის გაჩერებაში!“, - მიმართა ზელენსკიმ ოლაფ შოლცს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბუნდესტაგს მრავალრიცხოვანი შეხვედრების, საუბრების, განცხადებების და თხოვნების შემდეგ, ასევე მხარდაჭერის ნაბიჯების შემდეგ მიმართავს, რომელთაგან ზოგი დაგვიანებული სანქციებია, რაც როგორც ჩანს, ომის შესაჩერებლად არასაკმარისია.

ამ კონტექსტში ზელენსკიმ ახსენა გერმანული კომპანიები, რომლებმაც რუსეთთან კავშირები დაიტოვეს - "სახელმწიფოსთან, რომელიც თქვენ და რამდენიმე ქვეყანას ომის დასაფინანსებლად გიყენებთ".

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას მეტი აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ჩვენი ცხოვრების მანძილზე თავისუფლებისთვის წარმოებული სამი ომის შემდეგ დავრწმუნდით იმაში, რასაც ადრეც ვგრძნობდით და რასაც ყველა თქვენგანი ალბათ ვერ ამჩნევს, თქვენ თითქოს ისევ კედლის უკან ხართ. არა ბერლინის, არამედ შუაგულ ევროპაში თავისუფლებასა და უუფლებობას შორის არსებული კედლის, რომელიც უკრაინის მიწაზე ჩამოვარდნილი თითოეული ბომბით, მშვიდობისთვის ყოველი მიუღებელი გადაწყვეტილებით მყარდება, გადაწყვეტილებით, რომელმაც შეიძლება გვიშველოს“, - თქვა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები