მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაშია" - კალაძე საქართველო-ალბანეთის მატჩზე

თბილისის მერია
14.10.24 15:13
152

დღეს, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია - უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „დინამო არენასთან“ შედარებით პატარაა, ნაკლებ მაყურებელს იტევს. შესაბამისად, განვაგრძობთ ტრადიციას და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს დიდ ეკრანზე უყუროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ დანაკლისის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკირების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ალბანეთი ზოგადად უხერხული მეტოქეა, არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაშია და არა ისე, როგორც უკრაინასთან შეხვედრის დროს იყო. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს. გულდასაწყვეტია გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა. ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მომერიდება ამის თქმა, რომ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, იყოს ის შემართება, ის ჟინი, როგორიც იყო წინა შეხვედრებში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც დაიდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები