Minecraft-მა ვიდეო თამაშების ისტორიაში მორიგი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა.
ცნობილი ვიდეო თამაში ფაქტობრივად ყველა სახის პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი და მის გასაშვებად აუცილებელი არ არის მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობის ქონა.
თავისი არსით, Minecraft-ი არის უმიზნო თამაში, რომელშიც მოთამაშე იმას აკეთებს, რასაც ის თავად მოისურვებს, რაც ამ პროექტს განსაკუთრებით წარმატებულს და მოთხოვნადს ხდის.
Minecraft-ში ფაქტობრივად ნებისმიერი რამის აშენებაა შესაძლებელი, რასაც ადამიანი მოიფიქრებს, ამიტომაც ის მრავალფეროვნებით და უნიკალურობით გამოირჩევა.
2014 წელს Minecraft-ის დეველოპერი კომპანიის, Mojang Studios მფლობელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი გახდა, რომელმაც თამაშის სანაცვლოდ 2.5 მილიარდი დოლარი გადაიხადა.