მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური და მტკნარი წყლებისთვის რუსეთი კვლავ მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება

614eeb85882dc
ლიკა გურაბანიძე
25.09.21 23:03
829

მინერალური და მტკნარი წყლები ქვეყნის ექსპორტში მეექვსე ადგილს იკავებს. 8 თვეში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 92 მლნ დოლარია, ხოლო ზრდა - 32%. ყოველწლიურად საქართველოდან წყლების ექსპორტს საშუალოდ 120 მილიონზე მეტი შემოსავალი მოაქვს. მინერალური და მტკნარი წყლების წამყვანი 5 საექსპორტო ბაზარია: რუსეთი 41 მლნ დოლარით, უკრაინა 18 მლნ დოლარით, ლიეტუვა 13 მლნ დოლარით, ყაზახეთი 6 მლნ დოლარით, ხოლო ბელარუსი 5 მლნ დოლარით.

ინდუსტრიაში წარმოდგენილმა მსხვილმა მოთამაშეებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალის ბოლოს პოზიტიურ დინამიკაზე საუბარი დაიწყეს, რადგან პანდემიური შოკიდან გამოსვლის პროცესში ახალი ბაზრების დამატებამ ბიზნესებში ვითარება გააუმჯობესა. თუმცა, მინერალური და მტკნარი წყლების ბაზარზე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში ფასები გაიზარდა, რაც განპირობებულია სხვადასხვა ცნობილი ფაქტორებით: ლარის გაუფასურება, გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაზრდილი ფასები ენერგომატარებლებზე.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ექსპორტით 2.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.

ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ 518 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები 293 მლნ დოლარით იკავებს და ეს მეტწილად რეექსპორტია, ხოლო მესამე ადგილზეა 265 მლნ დოლარით ფეროშენადნობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები