ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. შესაბამისი ცვლილება „წიაღის შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილების მიზნად დასახელდა სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის საკითხების ეფექტიანად წარმართვა. ავტორის თანახმად, ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული დუბლირების შემთხვევები და ინსპექტირება უფრო ეფექტურად წარიმართება.




























