სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. აღნიშნულს „წიაღის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს.
საკითხი დღეს ერთპარტიული პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა იკითხა - სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროში გადატანით ხარჯები თუ დაიზოგებოდა. პარლამენტის წევრმა და კანონპროექტის ავტორმა, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ცვლილების შედეგად ოპტიმიზაცია არ განხორციელდება.
"ოპტიმიზაცია აქ არ განხორციელდება იმიტომ, რომ ის საშტატო ერთეული, რომლის ოპერატიულ საქმიანობაზე ჰყავს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს, აკონტროლებენ არა მხოლოდ წიაღის მოპოვების შემთხვევაში გარემოს დაბინძურების საკითხს, არამედ იმ უამრავი სამართალდარღვევის საკითზე არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დადგენილი ამ სამინისტროსთვის. ასე რომ, ოპტიმიზაცია არ მოხდება", - განმარტა მაია ბითაძემ.