დღეს საქართველოში მინიმუმ 1 დოზით აცრილთა რაოდენობამ 1.1 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, შედეგად საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 38.8% მინიმუმ ერთჯერადად არის აცრილი. ორჯერადად ვაქცინირებულია 978 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.3%-ია.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტების" შემოღების ინიციატივა დაანონსა, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7,293 ვაქცინაცია ჩატარდა.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.




























