მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრების და მოადგილეების დანიშვნამდე კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს - GRECO-ს რეკომენდაცია

ახალი მთავრობა

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) რეკომენდაციით, უნდა დადგინდეს წესები, რომლებიც მოითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას მინისტრებისა და მათი მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნამდე.

საქართველოს მე-5 რაუნდის ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის მიხედვით, ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოვლინდეს და იმართოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის რისკები მთავრობაში მოსვლამდე.

ამასთან, GRECO-ს რეკომენდაციაა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლებმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება, როგორც მათი დასაქმების შემადგენელი ნაწილი ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამოვლენისა და მათი მართვის მიზნით.

GRECO იძლევა რეკომენდაციას მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნეს უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისთვის ქცევის კოდექსი, რომელიც შევსებული იქნება მკაფიო მითითებებით ინტერესთა კონფლიქტსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე (როგორიცაა საჩუქრები, კავშირი მესამე პირებთან, სამსახურს მიღმა საქმიანობა, ხელშეკრულებები სამთავრობო უწყებებთან, კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მოპყრობა და დასაქმების შემდგომი შეზღუდვები) და ასეთ კოდექსს დაემატოს ზედამხედველობისა და სანქციების სანდო და ეფექტური მექანიზმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები