მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ამ ეტაპზე ტურიზმისთვის ქონების გადასახადის გადავადების საჭიროებას ვერ ხედავს

ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორს ქონების გადასახადი იმ შემთხვევაში გადაუვადდებათ, თუ ამის საჭიროება იქნება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მიერ უწყებაში ქონების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით გაგზავნილ მოთხოვნას შეეხებოდა.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ჯერ გადასახადის გადავადების საჭიროებას ვერ ხედავს და დარგის წარმომადგენლებს არც საჭირო ფინანსური მაჩვენებლები მიუღიათ. ამასთან დავითაშვილი მეორე კვარტალში ტურიზმში დადებით მაჩვენებელს ელის.

„მეორე კვარტალის შედეგები ჯერ არ გვაქვს, რომ იქნება ვისაუბროთ. რაც შეეხება ტურიზმთან შეხვედრას, ბევრი საკითხი გავიარეთ. დარგის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ტიპის საკითხზე, პრიორიტეტზე, პრობლემაზე ისაუბრა - ეს არ იყო ერთგვაროვანი. ჩვენი შევთავაზეთ, რომ როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფომ დახმარება აღმოუჩინა, როდესაც მათ ეს დახმარება სჭირდებოდათ... ამ შემთხვევაშიც ჩვენ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ და გადაწყვეტილება შესაბამისად მივიღოთ. ფისკალური დისციპლინისთვის საგადასახადო შეღავათებზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გამართლებული, გამყარებული და არგუმენტირებული, რაც ჯერჯერობით ტურიზმის სექტორისგან არ მიგვიღია. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ტურისტული სექტორი რეალურად საჭიროებს ამ დახმარებას და სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, რომ დიალოგის რეჟიმში ნახოს გამოსავალი. გვექნება ეს კომუნიკაცია. ჩვენ შევთანხმდით სხვა საკითხებზე, მათ შორის თანამშრომლობის, კომუნიკაციის ფორმატებზე. ეს ყველაფერი მიმდინარე წელს განხორციელდება. ჩვენ გვექნება დიალოგი და თუ გამოჩნდება, რომ ეს აუცილებელი ღონისძიებაა და ასეთი ინტერვენცია საჭიროა, ასეთი ინტერვენციაც იქნება.

მე მოლოდინი მაქვს, რომ ტურიზმში მეორე კვარტალის შედეგები დადებითი იქნება და ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ და ანალიზის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა მინისტრმა.

"სამინისტრომ HORECA-სექტორს ქონების გადასახადის გადავადებაზე კულტურული უარი გვითხრა“ - ალავერდაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები