მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა ბევრი ფერმერისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი არ იყოს

5fd6673a7d36b
ლიკა გურაბანიძე
13.12.20 22:50
3604

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კარგია, როდესაც წლიდან-წლამდე ყურძნის რაოდენობა იზრდება, თუმცა, ჩაბარებული ნედლეულის ხარისხთან დაკავშირებით იქმნება პრობლემა და მოსავლიანობის ზრდაც ხშირ შემთხვევაში ხარისხის ხარჯზე ხდება. BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დავითაშვილმა განმარტა, რომ 2021 წლიდან წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვის სამინისტრო სპეციალურ შეხვედრებს დაიწყებს.

“რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, ბევრი მწარმოებლისთვის და ფერმერისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი არ იყოს. ჩვენი სამინისტრო იანვრიდან მევენახე-ფერმერებთან ინტენსიური კომუნიკაციას დაიწყებს, რათა აქცენტი ღვინის ხარისხზე გაკეთდეს. ის, რომ ჩვენ სექტორს ვეხმარებოდით, სამწუხაროდ, ყველამ სათანადოდ არ გამოიყენა და ზოგიერთმა ისეთი ნედლეული აწარმოა, რომელიც სხვა შემთხვევაში კონკურენტულ გარემოში არ გაიყიდებოდა. ამას წერტილი უნდა დაესვას, რასაც მკაცრად და პირდაპირ ვამბობ. 

ფერმერებთან იანვრიდან მუშაობას დავიწყებთ იმისათვის, რომ ის კეთილსინდისიერი ფერმერები, ვინც მაღალხარისხიან ყურძენს აწარმოებენ უხარისხო წარმოებისგან გაიმიჯნონ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"რთველი 2020"-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. სახელმწიფომ რთველის მიმდინარეობის პროცესში მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოების მეშვეობით 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რაც მოსავლის ირიბ სუბსიდირებას წარმოადგენდა.

ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები