მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: „უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“

5f4fc3fcc85ee
თამთა ჯიჯავაძე
02.09.20 22:14
915
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს.

"ჩვენს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები", – განაცხადა ხანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, – "ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად, გვექნება სტაბილური ფასი ფქვილზე და პურზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების და ტენდენციების შესახებ. თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები