მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავარი სტაბილურობაა“ - პურის ფასის გაიაფების მოლოდინები არ არსებობს

პური

"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ხორბალზე ფასის კლების მიუხედავად, ამ ეტაპზე საქართველოში პურის გაიაფების მოლოდინები არ არსებობს. მიზეზად დოლიძე ისევ და ისევ გაზრდილ სამეწარმეო ხარჯებს ასახელებს. მისივე ინფორმაციით, ხორბლის წილი პურის ღირებულებაში 37%, ენერგომატარებლების კი 25%-ია.

„პურის ფასი თითქმის 2 წელია არ შეცვლილა და ეს ძალიან კარგია მომხმარებლისთვის. ჩვენ თუ გვინდა ხარისხიანი პურის მიღება, ამას ასევე ხორბალი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ პოლიტიკოსები იმაზე, თუ რატომ შემოგვაქვს რუსეთიდანო, კარგი და ხარისხიანი და შედარებით იაფი აქ არის, თორემ ხორბალი არის კანადაში, ამერიკაშიც და ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ იქიდან ჩამოტანილი ბევრად ძვირი იქნება. როდესაც პურის ფასზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი.

ჩვენი ბიზნესმენები ყაზახეთშიც იყვნენ, იყო იმის სურვილიც, რომ ყაზახეთიდან შემოგვეტანა, თუმცა იქ წვიმების გამო მოსავალი გაფუჭდა. ყაზახეთში თვითღირებულება ცოტა იაფია, მაგრამ ტრანსპორტირება 35-37$-ია, მაშინ როცა რუსეთიდან 15$. ფაქტია ესაა და აქედან უნდა ვიმსჯელოთ.

ამ ეტაპზე 50 ლარის ფარგლებშია ერთი ტომარა ფქვილის ფასი და ეს ფასი არ გაიზრდება. რაც შეეხება შემცირების მოლოდინებს, გადამუშავების ხარჯები ქართულ წისქვილებს საკმაოდ მაღალი აქვთ, 25% მხოლოდ ენერგომატარებლებზე მოდის. გაზრდილია ხელფასები, ამიტომ ჩემთვის მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ და გავიდეთ ამ ფასებით რაც გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები