მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრის მთავარი სიძლიერე პოლიტიკური ხედვა და უნარ-ჩვევებია - თამარ გაბუნია

61cacf8351ca7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.21 12:46
417
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ახალი მინისტრი შეაფასა და განაცხადა, რომ ისეთ დიდი უწყების მართვისას, როგორიც ჯანდაცვის სამინისტროა, მთავარი სიძლიერე პოლიტიკური ხედვა და გამოცდილებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სათავეში თავდაცვის სამინისტროდან მოსული მაღალჩინოსანის კომპეტენციას შეეხებოდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს, რომელშიც შედის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასაქმება, დევნილთა განსახლება; ძალიან რთულია მოვითხოვოთ რომელიმე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან, ამდენად მინისტრის მთავარი სიძლიერე ამ შემთხვევაში პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ის არის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან სათანადო ხელმძღვანელობა გაუწიოს.

ვფიქრობ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს და მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“, - განაცხადა მინისტრმა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილთან ორი დღის განმავლობაში უწყებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება, ხოლო 30 დეკემბრიდან ის თავის საქმიანობას სრული დატვირთვით შეუდგება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები