გამოცხადებული "გადატვირთვის" შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღო.
უკვე განხორციელებული დღევანდელი საკადრო ცვლილებები ასეთია:
- ალექსანდრე კამიშინი - რადამ მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტიდან. ის დაინიშნება სტრატეგიულ მრჩევლად;
- ოლგა სტეფანიშინა - რადამ მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტიდან. მედიის ცნობით, ის შესაძლოა დაინიშნოს იუსტიციის მინისტრად და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად;
- რუსლან სტრელეტსი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა მის გათავისუფლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტიდან;
- დენის მალიუსკა - რადამ მხარი დაუჭირა იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას. უკრაინული მედია წერს, რომ საინტერესოა, რომ უმაღლეს რადაში მას ოვაციებით შეხვდნენ.
ირინა ვერეშჩუკი - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის ვიცე-პრემიერის გადაყენებას რადამ მხარი არ დაუჭირა.
დიმიტრი კულება - რადამ სამუშაო დროის დასრულება ისე გამოაცხადა, რომ კულებას გადადგომისთვის კენჭი არ უყრია. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი ერთი ცვლილების მოლოდინში რჩება.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 50%-ზე მეტით შეიცვლება, მთავრობა „დიდ გადატვირთვას“ ელოდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.