მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიქაელა ბენთჰაუსი გახდა პირველი ეტლით მოსარგებლე, რომელიც კოსმოსში გაფრინდა

მიქაელა ბენთჰაუსი

გერმანელი ინჟინერი, მიქაელა ბენთჰაუსი გახდა ისტორიაში პირველი ეტლით მოსარგებლე ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ფრენა, რომელიც მილიარდერ ჯეფ ბეზოსის აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის რაკეტით განხორციელდა, მოიცავდა 10-წუთიან მოგზაურობას დედამიწის სუბორბიტამდე და უკან, დედამიწაზე. განმარტებისთვის, ის შრე, რომელსაც რაკეტა აღწევს, არ არის ორბიტა, თუმცა აძლევს ადამიანს საშუალებას, განიცადოს უწონადობა და დედამიწის უნიკალური ხედებით დატკბეს. სწორედ ეს გამოცდილება მიიღო ეტლით მოსარგებლე გერმანელმა ინჟინერმა, რომელსაც თან ვეტერანი კოსმოსური ინჟინერი ჰანს კოენიგსმანი ახლდა.

მიქაელა ბენთჰაუსმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ წარმატებით დასრულებულ ფრენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო. გამოცდილება, რომელიც დედამიწის ხედების ხილვითა და უწონადობის შეგრძნებით იყო განპირობებული. თავად ინჟინერს, მიქაელა ბენთჰაუსი, რომელიც ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მუშაობს, ეტლს 7 წლის წინ მიეჯაჭვა. მას შემდეგ, რაც მთაში ველოსიპედით სეირნობისას ხერხემალზე უმძიმესი ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ს, კომპანიამ სუბორბიტალური ფრენების, როგორც კოსმოსური ტურიზმის სერვისის დანერგვა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში ამ უნიკალური შესაძლებლობით არაერთმა ადამიანმა, მათ შორის თავად ბეზოსმა, ასევე ქეთი პერიმ და სხვა არაერთმა ცნობილმა სახემ ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ერთი ბილეთის ღირებულება $200,000-დან $300,000 დოლარამდე მერყეობს, პირველი გაფრენისას კი ბილეთის ფასი $28 მილიონს შეადგენდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ის ისტორიული რეისი, რომლითაც გერმანელმა ინჟინერმა ისარგებლა, Blue Origin-ისთვის რიგით მე-16 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები