მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიქანაძემ განათლების სამინისტროში 3 მოადგილე შეცვალა - პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

პარლამენტი

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრად გივი მიქანაძის დანიშვნის შემდეგ თანამდებობა სამმა მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, ანა მღებრიშვილმა და გიორგი მოდებაძემ დატოვეს.

მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ლევან ღირსიაშვილი.

მიქანაძის მოადგილის პოსტი შეინარჩუნეს თამარ მახარაშვილმა და ბაია კვიციანმა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებს.

გარდა ამისა, ღირსიაშვილი მუშაობდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად, იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

რამ გამოიწვია საკადრო ცვლილებები და რატომ დატოვა სამინისტრო სამმა მოადგილემ უწყებას bm.ge კითხვებით დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები