მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მირაბალდები“ ქუთაისში - ქალების ისტორიების ქალაქური გაგრძელება - ნინი მირაბალდი ქალების ნარატივში

ქუთაისში, ქალაქში, სადაც სოლიდარობისა და თანაგრძნობის ტრადიცია ქალებმა დააწესეს, ორგანიზაცია „მირაბალდები“ 2 მაისს, გეგმავს კულტურულ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით ღონისძიებათა სერიას, რომელიც წარსულის გმირ ქალებსა და დღევანდელ ინიციატივებს აერთიანებს. ღონისძიებები ქუთაისელ გოგონას ალექსანდრა (საშა) ჭილაია-ჩიქოვანს ეძღვნება და ქალების ისტორიების წარმოჩენას, ქველმოქმედებისა და ზრუნვის ტრადიციის დაფასებას ემსახურება, რაც მთავარია - ახალგაზრდების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში და ადგილობრივი ქალების გაძლიერებას ცოდნისა და შთაგონების მეშვეობით.

სტუმარი: ნინი მირაბალდი - "მირაბალდების" დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები