ამერიკაში სწავლისას ბაკალავრიატი დასრულებული Summa Cum Laude-ით, ხოლო MBA - აბსოლუტური, უპრეცედენტო 4.0 GPA-ით, რის გამოც მისი ფოტო დღესაც Emporia State University-ის ბიზნეს-სკოლის კედელზეა. თუმცა, ამ ბრწყინვალე აკადემიური სტარტის მიღმა, საქართველოში დაბრუნებისას სრულიად უცნობი გარემო და საკუთარი ძალებით გზის გაკვალვა იდგა. ჩვენს პირველ სტუმარს აქვს უნიკალური, მულტიპროფილური გამოცდილება. ის იყო ქართული კვების კომპანიის დირექტორი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ემსახურებოდა, მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა „SPAR Georgia“-ს მაღაზიათა ქსელს, ხელმძღვანელობდა საქართველოს რითეილ ასოციაციას და მუშაობდა USAID-ის მსხვილ პროექტებში. დღეს ის არის SPAR International-ის დამოუკიდებელი კონსულტანტი და საცალო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ევროპისა და აზიის მიმართულებით. ამავდროულად, ის არის IB-ის საერთაშორისო გამომცდელი და ვორქშოფების ლიდერი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს ამზადებს. მისი ფილოსოფია მარტივია: პროფესიონალი ბიზნესმენი განათლებას არ უნდა მოწყდეს, რადგან რეალური ბიზნეს-გამოცდილება თეორიას აცოცხლებს.
სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - SPAR International-ის დამოუკიდებელი კონსულტანტი, IB გამომცდელი;


































