მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მისი ქმედებები დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით იყო განპირობებული - PMCG-ი ზაზა ბროლაძეზე

ზაზა ბროლაძე

პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) საკუთარი ბორდის წევრის ზაზა ბროლაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ქმედებები განპირობებული იყო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით.

"ზაზა ბროლაძე მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში და მუდმივად გამოირჩეოდა ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით.

მისი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამართლებრივ განხილვას ექვემდებარება, განპირობებული იყო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერითა და ქვეყნის კეთილდღეობისადმი გულწრფელი ერთგულებით. ველით ზაზა ბროლაძის უსაფრთხო და სწრაფ დაბრუნებას სამუშაო გარემოში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ნდობას მისი პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის მიმართ", - წერია განცხადებაში.

გზის გადაკეტვის საბაბით ზაზა ბროლაძე გუშინ, 30 ოქტომბერს, დააკავეს. მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

გარეკანის ფოტო: Netgazeti.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები