მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო-ების მოგება გაიზარდა - ფიზიკური პირების დაკრედიტების 50% სალომბარდო სესხებია

მისო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება გაეზარდა. 9 თვის კონსოლიდირებული მონაცემებით, სექტორმა 90.3 მლნ ლარის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო, ზრდა წლიურად 9.1 მლნ ლარი, ანუ 11%-ია.

იანვარ-სექტემბერში, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საპროცენტო შემოსავლებმა 316.9 მლნ ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.645 მლრდ ლარია, საიდანაც უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის და 1.619 მლრდ ლარს შეადგენს.

სულ ამ ნაწილში მისო-ებს 857 039 სესხი აქვთ გაცემული. ფიზიკური პირების დაკრედიტების 50% სალომბარდო სესხებია. 653 715 გაცემული სესხის ჯამური თანხა 810.4 მლნ ლარს აღემატება.

მისო-ების საკრედიტო პორტფელი:

ლომბარდი - 810.4 მლნ ლარი;

სამომხმარებლო სესხები - 463.1 მლნ ლარი;

ვაჭრობა და მომსახურება - 180.70 მლნ ლარი;

სოფლის მეურნეობა - 107.06 მლნ ლარი;

განვადება - 50.43 მლნ ლარი;

ონლაინ სესხები - 26 717 ლარი;

სხვა - 8.14 მლნ ლარი

სულ - 1.620 მლრდ ლარი.

9 თვის მონაცემებით, იურიდიულ პირებზე სულ 25.10 მლნ ლარის სესხებია გაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები