მიკრობანკად გარდაქმნის მსურველ სამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკში განაცხადის შეტანა უკვე ერთ თვეზე მეტია შეუძლიათ, თუმცა მარეგულირებლისთვის ამ ეტაპზე არცერთ კომპანიას არ მიუმართავს. ლიცენზიის მიღების მსურველთა ნაწილი საკანონმდებლო ჩარჩოში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.