ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ფოკუსირებული ევროპული სტარტაპის, Mistal AI-ის კაპიტალიზაცია გაორმაგდა.
მკვეთრი ზრდის მიზეზი ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტის, ASML-ის მიერ Mistal AI-ში სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელებაა, რომელმაც სტარტაპში $1.5 მილიარდი დააბანდა და 11%-იანი წილი შეიძინა.
ამ საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, სტარტაპის ოფიციალური შეფასება 14 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ახალი რეკორდია და წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
Mistal AI-ის მიზანი ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შექმნაა, რომელიც ევროკავშირის მკაცრად რეგულირებულ ბაზარზე იქნება გათვლილი.




























