იაპონური ბრენდი Mitsubishi ჩინეთის მასშტაბით ავტომობილების წარმოებას წყვეტს. როგორც Nikkei იუწყება, ჩინურ და იაპონურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაწყებულია და მალე Mitsubishi-GAC-ის პარტნიორობა დასრულდება.
ქვეყნიდან გასვლის მიზეზი შემცირებული გაყიდვებია. როგორც ჩანს, ადგილობრივი კონკურენციის გაძლიერების ფონზე, ჩინეთში Mitsubishi-ს ავტომობილებზე მოთხოვნა იკლებს, რის გამოც ქარხნის ოპერირება აზრს კარგავს.
მეორე ფაქტორი სახელმწიფო სუბსიდიებია. ჩინეთის მთავრობა მხოლოდ ჩინურ კომპანიებს ეხმარება, რის გამოც მათ კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალი ფასების დაწესების საშუალება აქვთ, ეს კი Mitsubishi-ს მსგავს დაბალბიუჯეტურ ბრენდზე ნეგატიურად აისახება.