ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი მიუნხენის “ბაიერნს” იდეალურად მოერგო, თუმცა მისი ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში ჯერ არ გადასულა და ამიტომაც კეინი კვლავ სასტუმროში ცხოვრობს.
კლუბს ფორვარდის სასტუმროში დარჩენა ტრანსფერის დღიდან დღემდე 1 მილიონი ევრო დაუჯდა, რადგანაც ერთი ღამის ღირებულება 10 ათას ევროს შეადგენს.
მას შემდეგ რაც ინგლისელის ოჯახი მიუნხენში საცხოვრებლად გადავა ისინი მდიდრულ აპარტამენტში მოეწყობიან, რომელსაც 8 საძინებელი, ღია და დახურული აუზი, სპა და სახლის კინოთეატრი აქვს. “ბაიერნი” აპარტამენტის ქირაობაში თვიურად 70 ათას ევროს გადაიხდის.
შეგახსენებთ, კეინი ამ ზაფხულს “ტოტენჰემიდან” “ბაიერნში” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ დრომდე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.