მიუნხენში ტრადიციული ყოველწლიური ლუდის ფესტივალი Oktoberfest-ი მთელი დღით გაჩერდა მას შემდეგ, რაც ქალაქში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იყო აფეთქების ხმაც. ერთი ადამიანი დაღუპულია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც დღის განმავლობაში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა, სპეციალურმა ძალებმა საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც, მათივე თქმით, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი უკავშირდება ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირებას, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლიც გაჩნდა.
"ამჟამად ყველა შესაძლო სცენარს ვიძიებთ. ვსწავლობთ შესაძლო კავშირს მიუნხენის სხვა ლოკაციებთან, მათ შორის ოქტობერფესტის ტერიტორიასთანაც", - განაცხადა მიუნხენის პოლიციის დეპარტამენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი სტუმრებს სულ მცირე, ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე აღარ მიიღებს.




























