მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუნხენის ,,ბაიერნში'' ჩხრეკა ჩატარდა, რაც მილიარდერ უსმანოვის საქმეს უკავშირდება

644f6e350353c
ირაკლი მოდებაძე
01.05.23 11:51
1903

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის გამომძიებლებმა, ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური გამოძიების ოფისთან თანამშრომლობით, "ალიანც არენას" სტადიონი და საფეხბურთო კლუბ მიუნხენის "ბაიერნის" შტაბი გაჩხრიკეს.

ამის მიზეზი რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ აღძრული ფულის გათეთრების საქმეა.

უსმანოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, ევროკავშირის სანქცირებულთა შორის მოხვდა და მისი აქციები გაიყინა. იგი ეჭვმიტანილია 2017-2022 წლებში ფულის არალეგალურად გადატანაში, რომელიც მოდიოდა ისეთი დანაშაულიდან, როგორიცაა გადასახადებისგან თავის არიდება. საქმე ეხება მრავალნიშნა მილიონიან თანხას.

სამხილების პოვნის მიზნით კლუბის ჩხრეკის მიზეზი ისაა, რომ ოლიგარქს კონტაქტი აქვს "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტ ული ჰიონესთან. ისინი ერთმანეთს გერმანიის პატარა ქალაქ ტეგერნზეედან იცნობენ, სადაც 2022 წლის მარტამდე ცხოვრობდნენ. ცნობილია ისიც, რომ უსმანოვი "ალიანც არენაზე" შირად ესწრებოდა კლუბის თამაშებს და VIP ბილეთებითაც სარგებლობდა.

ამ ეტაპისთვის უცნობია ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს თუ არა კლუბის ბაზაზე მტკიცებულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები