მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიუხედავად ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%"

5de0c542b27f5
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 11:12
1208
"მიუხედავად ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება და უსაფრთხოება. რათქმაუნდა, ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%, 10 თვის მასშტაბით გვქონდა ზრდა 5.1%. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი”,- აცხადებს გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები