„მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა, სისუსტე კი უფრო მეტ ომს შობს.
„მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, გუშინ, 1 მარტს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა 2,26 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით $3 მლრდ) მიიღებს სესხის სახით.