მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - აზარაშვილი

მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - აზარაშვილი
BM.GE
31.07.23 13:41
36

მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა აზარაშვილს სთხოვეს, რუსული საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

"მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - თქვა აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის. კერძოდ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები