მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში - ზურაბიშვილი

6197bd96b04ed
ინგა მურუსიძე
19.11.21 19:58
672
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებას და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტი ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 49 დღეა შიმშილობს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები