მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით - სახდეპი

 ვედანტ პატელ

მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის გადამწყვეტი მომენტია.

"მივესალმებით ევროკომისიის განცხადებას მისი რეკომენდაციების შესახებ ევროკავშირის გაფართოებისთვის. მყარად ვუჭერთ მხარს ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

ეს ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის და კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს ვახალისებთ ისარგებლონ ამ მომენტით, რადგან მათი სრული პოტენციალი გამოავლინონ”, - განაცხადა პატელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები