მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას - ირაკლი ღარიბაშვილი

62266915f2752
BM.GE
08.03.22 00:18
1337
მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები