მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმებით, თუ ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისიდანაც შეასრულებენ - ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში.

„ქუთაისის აეროპორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ინტერესია, მეტმა ავიაკომპანიამ მეტი მიმართულებით და სიხშირით შეასრულოს ფრენა ამ აეროპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ქუთაისსა და იმერეთის მხარეში,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. მისი თქმით, ტრადიციულად მზარდია ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული ნაკადების დინამიკა, ისე ფრენების სიხშირეთა რაოდენობა - საქართველოსა და ისრაელს შორის ამჟამად რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ჯამში 4 ავიაკომპანია კვირაში საშუალოდ 76 სიხშირით ასრულებს. მისი თქმით, 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ისრაელში ფრენების სიხშირე გაორმაგდა და კვირაში 70 სიხშირე შეადგინა. რაც შეეხება ისრაელიდან ტურისტულ ნაკადებს, ქვრივიშვილის განცხადებით, 2024 წელს ის წინა წელთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა და 72.9 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, ე.წ. Top 15 ქვეყანას შორის ისრაელი მეოთხე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები