მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

 დიმიტრი ცქიტიშვილი

პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიას "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე & ექს-დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც შეუერთდა.

"საქართველოში დღეს არსებული ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, კარგავს განვითარების ადეკვატურ ტრაექტორიას და ისტორიულ შესაძლებლობებს, თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა:ვიმოქმედოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გადასარჩენად.

მიმაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში, თითოეული მოქალაქე ვალდებული ვართ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ ურთულესი ვითარებიდან თავის დასაღწევად. მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი ცოდნა, პოლიტიკური გამოცდილება და შესაძლებლობები, განსაკუთრებით, ევროინსტიტუტებთან ურთიერთობისა და ევროინტეგრაციის პროცესების სფეროში, მოვახმარო ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას.

ჩემი, როგორც პოლიტიკოსის უპირველესი მიზანი იქნება, ყველაფერი გავაკეთო საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დასაბრუნებლად, მისი დემოკრატიულ თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ამ მიზნების განსახორციელებლად, მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.

პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” საარჩევნო სია წარადგინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები