მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღე პირობა, რომ თუ "ქართული ქარტია" შესრულდა მოლაპარაკებების გახსნის კართან დაგვაბრუნებენ - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

მე ამ [ქართული] ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, ოთხმა პარტიამ დაადასტურა რომ ქარტიის ერთგულები არიან.

„14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას.

მე მინდოდა შეხვედრები, ეს არ იყო არც კონსულტაციები და არც მოლაპარაკებები, მინდოდა იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც არიან შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული, იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.

მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ელოდება პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან და ვინც „ქართულ ქარტიას“ არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს.

„მგონია, რომ დრო არის, პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი ყოველივე სიტყვის, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე იყოს რაღაც გაუგებრობა. ამ ქვეყნის სტაბილურობა ამაზე არის დამოკიდებული, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, რომ იქამდე სანამ ამ 4 პარტიას შორის პარლამენტში შედგება ურთიერთნდობა, მანამდე ძალიან გარკვეული იყოს ვინ დგას ბოლომდე ერთგულად ამ ქარტიის უკან.

ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან - ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან. დარწმუნებული ვარ, რომ ამით მივალთ სტაბილურად და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მიიყვანს საქართველოს მომავალ წელს ივნისში ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, ვთვლი, არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელი პასუხისმგებლობაც მერე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ქართული ქარტია" - პრეზიდენტის ახალი ინიციატივა/სრული ტექსტი

რომელი პარტიები (არ) უერთდებიან პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები