მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივლინებაში ვიყავი. [მთავრობაში საკადრო ცვლილებები] ბრიფინგიდან გავიგე - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ მთავრობის უახლესი საკადრო ცვლილებების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს იმას უკავშირდება, რომ მივლინებაში იყო.

"მივლინებაში ვიყავი მოგეხსენებათ, წუხელ ჩამოვედი. არ ვიყავი საქართველოში, შესაბამისად გავიგე ბრიფინგიდან. არ ვიყავი საქართველოში, შესაბამისად, თავისთავად ცხადია, ყველა ის პროცედურა და პროცესი რაც უნდა იყოს გავლილი ყოველთვის გუნდურად, არის ხოლმე გავლილი", - ამბობს მინისტრი.

"ოცნების" მთავრობის მიერ 21 აპრილს განხორციელებული საკადრო ცვლილებები ასეთია:

  • შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე შეცვალა სულხან თამაზაშვილმა (ყოფილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე);
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე შეცვალა გელა გელაძემ;
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სულხან თამაზაშვილმა დატოვა — მისი შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა;
  • მამუკა მდინარაძე დაინიშნა ვიცე-პრემიერად;
  • ასევე, შეიქმნა ახალი პოზიცია — „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები