მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივლინებებში ზედმეტად დახარჯული 56 603 ლარი - აუდიტის დასკვნა რაგბის კავშირზე

5e6697b61e1fd
თამთა ჯიჯავაძე
09.03.20 23:20
1409
საქართველოს რაგბის კავშირში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, 2016-2018 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის მიერ 2014-2018 წლებში განხორციელებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე კავშირის დელეგაციის წევრებისთვის სამივლინებო ხარჯები ზოგ შემთხვევაში დაანგარიშებულია და ანაზღაურებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ზღვრული ნორმების ზევით. „კერძოდ, 2016 წლის 9-12 ივნისს, ქ. რომში (იტალია) გასამართ საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 7-კაცა ნაკრების მონაწილეობის დროს, ერთ ადამიანზე სასტუმროში განთავსების ხარჯმა ნორმით გათვალისწინებული 102 ევროს ნაცვლად, შეადგინა 116 ევრო, დღიურმა ხარჯმა კი, ნორმით გათვალისწინებული 45 ევროს ნაცვლად, 77 ევრო. შედეგად, ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 2,914 ევროს ეკვივალენტი − 7,066 ლარი“, - წერია ანგარიშში.

ამასთან, როგორც აუდიტი წერს, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისა და ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ მივლინებების წინასწარ განსაზღვრული ნორმები დადგენილი არ არის.

„მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე კავშირის დელეგაციის წევრებისთვის გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეები ანაზღაურებულია სრულად, ხოლო დარჩენილი დღეები − შესაბამისი ქვეყნისთვის დადგენილი ნორმის 30%-ის ოდენობით. კერძოდ, 2016 წელს გამგზავრებისა და დაბრუნების დღეების სრულად ანაზღაურების შედეგად, ზედმეტად გაცემულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 43,283 ლარი.67 2017 წელს ბელგია-საქართველოს მატჩის დროს, მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურებისას, ბელგიაში გამგზავრებულ 16 სპორტსმენს 5 დღეზე აუნაზღაურეს 4,225 ლარი. აქედან, 2 დღე ანაზღაურებულ იქნა სრულად, ხოლო 3 დღე − 30 %-ით. შესაბამისად, ზედმეტად ანაზღაურდა 1,894 ლარი”, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის მიერ გამოვლენილია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე სადღეღამისო თანხები გაცემულია ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების გარეშე, სასტუმროს ინვოისების შეუსაბამოდ. კერძოდ, 2016-2018 წლებში ერთდღიან ღონისძიებებზე, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების დროს დღიური თანხების 3 დღეზე გაცემის შედეგად, ზედმეტად იქნა გაცემული 1,995 ლარი. ერთ დღეზე მეტი ხნით მივლინებულ პირებზე, ბრძანებით განსაზღვრული დღეების შესაბამისად, სასტუმროში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე 2016-2018 წლებში ანაზღაურებულია 4,360 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები