მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ დაუშვილი: რას აკეთებს დღეს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის?

6087d8c74ba3c
თელარა გელანტია
27.04.21 13:23
2174
გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, დასაქმება, სიღარიბე და დამძიმებული სოციალური პირობები. ამის შესახებ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მოქმედი ხელისუფლების მისამართით რამდენიმე კითხვა დასვა. 

„დღეს ამ გამოწვევებზე საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის მხარდაჭერის გზით. სწორედ კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას.

გასული წლის განმავლობაში კერძო სექტორის მხარდაჭერის და სტიმულირების მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა. თუმცა დღეისათვის ეს მხარდაჭერის პროგრამები თითქმის დასრულდა.

აშკარაა, რომ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.

ლარის გაუფასურება და შესაბამისად ფასების ზრდა ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების გაღარიბებას იწვევს. არსებული კოვიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება და შესაბამისად, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და კრიზისის ფონზე უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების მხრიდან კერძო სექტორის სტიმულირება, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ.

ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ისმის კითხვა, რას აკეთებს დღეს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის, რა გეგმა გაქვთ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერისთვის და სტიმულირებისთვის, მარტო ხომ არ ტოვებთ მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე? სწორედ ესენია უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს გააჩნიათ“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები