მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" რუსეთის გავლენებისგან დაცვის კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს - მიხეილ დაუშვილი

64254ef2068fd
გიგა ბენია
30.03.23 14:55
471
„ვითხოვთ, რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს. როგორც დეპუტატი BMG-სთან აღნიშნავს, საქართველოში რუსული ინტერესები უნდა აღმოიფხვრას.

საქმე ისაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტი ერთი თვის წინ დააინიცირა.

„იმისათვის, რომ რუსეთმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ზემოქმედება და  შიდა პოლიტიკაში ჩართვა ვერ შეძლოს, საჭიროა ამ კანონპროექტის მიღება. ქვეყანაში რუსული გავლენა უნდა შემცირდეს. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით განხილვა დაწყებული არ არის. იმედი მაქვს, „ოცნება“ საშუალებას მოგვცემს და პროცედურული ბერკეტებით ხელს არ შეუშლის“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთადერთი მტერი რუსეთის ფედერაციაა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის რუსეთის გავლენების აღმოფხვრაა საჭირო.

„ჩვენი მთავარ ამოცანა კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროინტეგრაციაა, ამ მიზნის მიღწევას კი საქართველოში რუსული ინტერესების შემცირება სჭირდება. ჩვენი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია, პროექტი ფურცელზე არსებობს და ჩვენი მიზანია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები