მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი - მსხვილი ამერიკული კორპორაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დავაინტერესეთ

6462002dedb6f
BM.GE
15.05.23 13:48
469
სტატიაში საუბარია:
ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამჯერად, აშშ-ში კალიფორნიის შტატში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრების შედეგად, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით მსხვილი ამერიკული კორპორაციები დავაინტერესეთ, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები შედგა ინდუსტრიული წარმოების, უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორის ისეთ წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, როგორებიცაა Dalrada Financial Corporation, Chart Industries, Mintz Company და სხვა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი მოვიზიდოთ ინვესტიციები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც მაღალანაზღაურებად სამუშაოებს ქმნიან. ამჯერად, სან დიეგოში შევხვდით მსხვილ ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დავაინტერესეთ. იცით, რომ ბოლო წლებში არაერთი ამერიკული კომპანია შემოვიყვანეთ, რომლებმაც არა მხოლოდ ინვესტიციები განახორციელეს ჩვენს ქვეყანაში, არამედ დაასაქმეს ადგილობრივი კადრები. ამის კარგი მაგალითია, IT კომპანიები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო კომპანიაა „ლინეატი“, რომელმაც 2 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა და 100-მდე ადამიანს ასაქმებს. თითოეული ასეთი კომპანიის საქართველოში საქმიანობა კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამერიკულ ბაზარზე და აჩენს უფრო მეტ დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სან დიეგოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საპატიო კონსული სან დიეგოში მელორ წიფურია.

მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანი ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ისეთი კონკურენტული პირობების გაცნობა იყო, როგორიცაა კვალიფიციური კადრები, საგადასახადო შეღავათები, BPO სექტორის განვითარება და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები