მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: “FDI გრანტის” მოდერნიზებას ვგეგმავთ

625e7181d9a44
მარიამ ვარადაშვილი
19.04.22 12:26
1146
სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოშის” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში - "FDI გრანტი” ცვლილებების შეტანა იგეგმება.

“ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვგეგმავთ ჩვენი პროგრამის - “FDI გრანტის”, რომელსაც ძალიან მალე პირველი ბენეფიციარი ეყოლება, მოდერნიზებას. ეს პროგრამა პანდემიის შემდგომ შეიქმნა, დღეს კი სხვა გამოწვევებია. აქედან გამომდინარე, პროგრამის მოდიციფირება და პირობების გაუმჯობესება აუცილებლად მოხდება. ვფიქრობთ, მაგალითად, ლიმიტების მოდიციფირებას, თანხის კუთხით. თუ ინვესტორს სურს მეტი თანხა ჩადოს, შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ ჩვენც მეტი “ქეშბექი” მივცეთ. ეს ქვეყნისთვის მეტი სარგებელია. ამას გარდა, ვფიქრობთ, პარამეტრებისა და შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ახალი დარგები/სექტორები შემოვიდნენ”, - ამბობს ხუდურელი.

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი" მთავრობამ 2020 წლის ბოლოს დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებად განისაზღვრა:
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
  • მანქანების და მოწყობილობების (მანქანადანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
  • ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;
  • დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები