მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ქართველი ხალხი არჩევნებზე სინდისიერ გადაწყვეტილებას მიიღებს - ნიკოლოზ შურღაია

 ნიკოლოზ შურღაია

მჯერა, ქართველი ხალხი არჩევნებზე, სინდისიერ გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის - „აირჩიე ევროპა“ - თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ შურღაიამ, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ევროპა საქართველოსთვის ერთადერთი გზაა, სადაც ქვეყანას განვითარების შანსი აქვს და ეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს.

„მჯერა, საქართველოს მოქალაქეების დიდი უნარის, რომ [არჩევნებზე] სწორ არჩევანს გააკეთებენ. ადამიანი ფიქრობს, პირადად, მას რა აწყობს და ასევე, ფიქრობს სახელმწიფოსთვის გრძელვადიანად რა იქნება კარგი და ამ გზებს შორის ირჩევს. საბოლოოდ, ჩვენ ღმერთის და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას ვატარებთ და მჯერა, ქართველი ერის უნარის, რომ სწორ, სინდისიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

პატივს ვცემ ყველა აზრს - ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ გვინდა, ევროპულმა გზამ გაიმარჯვოს. მეორე მიმართულებაა, რომ ობიექტური დამკვირვებლები ვიყოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში ანუ როგორ იქცევა თითოეული პოლიტიკური ძალა, პარტია და ამის ობიექტური სარკე ვიყოთ. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მიზანია, პატიოსანი თამაში იყოს. გულწრფელობა და სიტყვის დაფასება. საქართველოში, პოლიტიკაში სიტყვას ფასი უნდა მიეცეს. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ და მისმა საპატიო თავმჯდომარემ რამდენჯერმე სერიოზულად მოიტყუა და ტყუილების შემდეგ ნდობა იკარგება. ოპოზიციური პარტიების ნაწილზეც მოსახლეობას ასეთი აზრი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, საქართველოში სიტყვას ფასი მიეცეს.

რაც შეეხება ევროპულ გზას, ევროპა არის საქართველოს ერთადერთი რეალისტური შესაძლებლობა გვქონდეს ისეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილს არ ექნება ყოველდღიური შიში, რომ ხარისხიანი საკვები ვერ მიიღოს; ვერ გადაიხადოს სოფლის მაღაზიის ვალი; კბილი რომ ასტკივდეს, შეიძლება ვერ გაიკეთოს; ვიღაცამ რომ დაჩაგროს, სამართალი ვერ იპოვოს. ევროპა არის არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოში სამართალი იყოს, მოსახლეობას სამართლის იმედი ჰქონდეს და არა ის, რომ "დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი".

ასევე ევროპაა კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა და ჩვენი მოსახლეობა იყოს სახელმწიფოს პროცესების მონაწილე და არა მხოლოდ მაყურებელი. საქართველოში თავისუფალი სიტყვის, აზრის გამოხატვა უნდა იყოს. უამრავ ბიზნესს და ადამიანს შიში აქვს, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ნორმად იქცა", - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები