მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკა და სამეწარმეო საქმიანობა" - ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძე

28 იანვარს "ოცნების" სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ემატება ახალი დარღვევა და თუ კომპანია ახორციელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, დაეკისრება სანქცია. მას აუდიტის სამსახური დააჯარიმებს ჯერ 20 000 ლარით, შემდეგ კი, განმეორების შემთხვევაში, 40 000 ლარით.

bm.ge-მ ბიზნესმენს და "ხალხის ძალის" დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ჰკითხა, როგორ აფასებს პარტიის მიერ დაანონსებულ ამ ცვლილებებს.

"მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკა და სამეწარმეო საქმიანობა. ეს ჩემი აზრია.

ისედაც განსაზღვრულია შენატანები, რა დოზით შეიძლება მონაწილეობა... ბიზნესი, პოლიტიკა ამ ინტერესების გადაკვეთა არ უნდა ხდებოდეს. პოლიტიკა უნდა იყოს სუფთა. არ უნდა იყოს დამოკიდებული არავისზე. მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს მოსახლეობაზე ორიენტირებული", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საჯარო დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოში რამდენიმე მოქმედ კომპანიაში ფლობს წილებს:

  • შპს „პოსტვ“ (POSTV) - 52%; (პარტნიორები: შალვა რამიშვილი, თემურ ჭარელაშვილი)
  • შპს „თაბუნი“ - 100%;
  • შპს „სეტი +“ - წილი: 33.3%; (პარტნიორი ოთარ ჩართოლანი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები