მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

პოსტვ

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია.

ტელევიზიაში საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო. შენგელია ტელევიზიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.

გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.

ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს, ჯამში 520 000 ლარად შეიძინა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები