ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც ევროინტეგრაციაზე მუშაობდნენ, სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
"ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ დიპლომატსა თუ სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციაზე დაუღალავად შრომობდა და ახლა ხედავს, როგორ ართმევენ მათი შრომის ნაყოფს", - წერია განცხადებაში, რომელიც პლატფორმა x-ზე გამოქვეყნდა.