მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ზომებს საქართველოს მიმართ - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ წამოყენებულ ზომებს მხარს დაუჭერენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ რუმინეთმა უვიზო უკვე გაუუქმა საქართველოში გაცემულ დიპლომატიურ პასპორტებს.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ რუმინეთის შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. რუმინეთი აღარ გასცემს დიპლომატიურ პასპორტებს საქართველოსთვის და ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს გამოცდილება, რომ უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეები იყვნენ წახალისებული, მხარი დაუჭირონ ევროპულ გზას. ისინი მხარს უჭერენ მათი დემოკრატიის გამძლეობას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ზომებს, თუმცა მხოლოდ პროპორციულ ზომებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში გვჯერა საქართველოს ევროპული გზის", - განაცხადა ცოიუმ და დაამატა, რომ რუმინეთმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა დაიწყო.

დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომები უნდა განეხილა. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები