ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლის თავს „ტვიტერზე" გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც ევროკავშირისა და ნატო-ს გზა აირჩია.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მიმართ ურყევი რჩება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა“, – წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ,რომ 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვება.